იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
ტრენინგები თესაუ-ს პროფესორებისთვის

  10-11 ივლისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ მასწავლებელთათვის ტრენინგები გაიმართა.ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკულ კვლევას და მის  სასწავლო პროცესში ინტეგრაცის საკითხებს გაეცნენ. ტრენინგები სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივიპრობლემების გადასაჭრელად. პროექტი  ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.

  პროექტის ფარგლებში თბილისის და რეგიონის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაა დაგეგმილი. უნივერსიტეტები და სკოლები ერთობლივად განახორციელებენ პრაქტიკულ კვლევას 36 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. თითოეული უნივერსიტეტიდან კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 4 სტუდენტი, სულ პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება 24 სტუდენტი 6 უნივერსიტეტიდან.

  ბუნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ასევე იგეგმება ტრენინგი პრაქტიკული კვლევის შესახებ. სკოლებში პრაქტიკული კვლევის ეფექტური განხორციელების მიზნით   მცირე საგრანტო პროგრამა ამოქმედდება.

                                                                                                filmebi qartulad

 
მნახველთა რაოდენობა: 5564
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.