იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ერასმუს მუნდუსი“-ს კოორდინატორი თესაუ-ში

,,ერასმუს მუნდუსის“ – WEBB (Whole Europe Beyond Borders)- კოორდინატორი, ლიჩია პროსპერიო , 12 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
სტუმარი თესაუ-ს რექტორს, ირმა შიოშვილს, შეხვდა. მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე და უცხოეთში გაცვლითი პროგრამების შესახებ ისაუბრეს.
რექტორის განცხადებით, ახლო მომავალში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი პროგრამები ამოქმედდება.
როგორც ლიჩია პროსპერიომ აღნიშნა, პროგრამა ,,ერასმუს მუნდუსის“ დასრულების შემდეგ, რომელსაც ევროკავშირი აღარ აფინანსებს, აუცილებელია, თანამშრომლობის ახალი გზები მოიძებნოს. სტუმარმა უნივესრიტეტის რექტორს საჩუქრად ინგლისურენოვანი პროგრამების კატალოგი გადასცა.
ლიჩია პროსპერიო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებსაც შეხვდა, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სასწავლებლად საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებელებში იმყოფებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6995
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.