იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თესაუ-ში

     27 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიებები გაიმართა.

      განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტებმა მონაწილეობა სახვითი ხელოვნების კონკურსში მიიღეს. ახალგაზრდების მიერ შესრულებული ნახატების თემა   26 მაისი იყო.

  პარალელურად, თესაუ-ს სპორტულ დარბაზში გაიმართა სტუდენტური ტურნირი ბადბინტონში, როგორც ქალთა,  ასევე, ვაჟთა შორის.

    ღონისძიებების გამარჯვებული სტუდენტები შესაბამისი სიგელებით, მედლებით და პრიზებით დაჯილდოვდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3947
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.