იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
„ციფრული თავგადასავალი - 2026“

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ციფრული თავგადასავალი - 2026“ ჩატარდა.

კონფერენცია უნივერსიტეტსა და კახეთის რეგიონის სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას ეძღვნებოდა.

ღონისძიებაში უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები, კახეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მომხსენებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

კონფერენციას თავმჯდომარეობდნენ აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ლევან შავაძე და ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ ზაქარიაშვილი.

ღონისძიება აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 7