ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ადვოკატთა ასოციაციასთან-დოკუმენტის ხელმოწერა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.
შეთანხმებას სამომავლო თანამშრომლობის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოსწერეს ხელი.
დოკუმენტის გაფორმებამდე, უნივერსიტეტის რექტორი ხელმოწერის ცერემონიაზე დამსწრე ადვოკატებს მიესალმა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მათი პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ხელმოწერილი დოკუმენტი ადვოკატთა ასოციაციასა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული პირველი მემორანდუმია.




