იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

იუსტიციის სახლსა და საქართველოში აკრედიტებულ 16 უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობა, სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკას და მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

მემორანდუმს იუსტიციის სახლთან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ მოაწერა ხელი.

ინიციატივა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ იუსტიციის სახლში გაეცნონ.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 12
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.