იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
ივანე ჯავახიშვილი--150

დიდი ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის 150- ე წლისთავს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა.

კონფერენციაში " ვიკვლიოთ და ვისწავლოთ ერთად" უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, დოქტორანტები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საცავში დაცული ივანე ჯავახიშვილის ნაშრომების გამოფენა მოაწყო.

კონფერენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეოთხე სართულზე მდებარე დარბაზს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

კონფერენციამ ორ სექციად იმუშავა.

მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიება რექტორის მოადგილის სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 210
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.