იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
წიგნების პრეზენტაცია თესაუში

აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ლალი ელანიძემ, საკუთარი წიგნების პრეზენტაცია გამართა.

" ლაბორატორიული სამუშაოს პრაქტიკუმი კვების პროდუქტების ტექნოლოგიაში" და "სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიური და ქიმიური კონტროლი", ავტორმა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს წარუდგინა.

პროფესორის ნაშრომების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ, რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ნუნუ გელდიაშვილმა, კოლეგებმა და სტუდენტებმა.

წიგნები, რომლებიც პროფესორმა წარადგინა, უკვე გამოიყენება სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის IV კურსზე.

ლალი ელანიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლებია ეწევა პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობას, აქვს უამრავი მიღწევა სამეცნიერო მიმართულებით.

წიგნების პრეზენტაცია აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, ლევან შავაძის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 364
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.