პირველად საქართველოში- მიკროზონების მიხედვით, საკუთარ საფუარზე დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
10 მიკროზონიდან თესაუს ღვინის მარანში უკვე დამზადებულია 40 ღვინო, თითო მიკროზონიდან 4 სახეობის, მათ შორის ერთი, ველურ საფუარზე.
პროექტი 2023 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა.
შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია, პროექტის ხელმძღვანელმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო ვეფხიშვილმა ჩაატარა.
ღვინოების დეგუსტაცია კი, სხვადასხვა ღვინის ქარხნებიდან მოწვეულმა დეგუსტატორებმა მოაწყვეს.








