1-3 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგები Erasmus+ პროექტის PRODIGE (ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში) ფარგლებში, რომელშიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროექტის ინსტიტუციური მენეჯერი მაკა კოჭაური, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი თენგიზი კუკუნაშვილი და განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ეკატერინე ნახუცრიშვილი მონაწილეობდნენ.
ტრენინგები წარიმართა IV სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც ალგებრა ბერნეისის უნივერსიტეტთან (ხორვატია) ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს.
ტრენინგს უძღვებოდნენ ალგებრა ბერნეისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
შეხვედრის მთავარი თემა იყო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერება დისტანციური განათლების (DE) პირობებში, დისტანციური განათლების ხარისხის გაუმჯობესება და უნივერსიტეტში ციფრული უნარ-ჩვევების გაძლიერება.







