თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი,რომელიც თავს იყალთოს აკადემიის მემკვიდრედ მიიჩნევს, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში, გელათის მეცნიერებათა აკადემიასთან ითანამშრომლებს.
უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ შესაბამის დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერა.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, გელათის მეცნიერებათა აკადემიის.ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა, სხვადასხვა თემაზე შექმნილი ნაშრომები წარადგინეს.
შეხვედრას გელათის აკადემიის სწავლული მდივანი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი ესწრებოდნენ.






