იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
ფრიდრიხ ებერტის ფონდის პროექტის შეხვედრა თესაუში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა- დედამიწის მეგობრები და ფრიდრიხ ებერტის ფონდის პროექტის -„ადგილობრივი მონაწილეობის გაძლიერება წყლის მართვის საკითხებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, შეხვედრა ჩატარდა.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები - საქართველოს თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ დამსწრე საზოგადოებას პროექტის მიზანი და ამოცანები გააცნო.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაინტერესებული მხარეების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას წყლის კანონით გათვალისწინებული ახალი ვალდებულებების შესახებ.

ნინო ჩხობაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში წყალსარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირების კითხვარის მეშვეობით მოსახლეობის გამოკითხვა კახეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში თელავში, ახმეტაში, გურჯაანსა და ლაგოდეხში ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებს არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრების წარმომადგენელმა გიორგი მამულაშვილმა თემით: „ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ვალდებულებები წყლის რესურსების მართვის მიმართულებით: ევროდირექტივები და არსებული გამოწვევები“.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრების წევრმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა აკაკი ფანჩულიძემ თემით: „საქართველოს წყლის რესურსების სამართლებრივი ჩარჩო: გამოწვევები, ახალი კანონმდებლობის მიმოხილვა და მუნიციპალიტეტების როლი“. 

ნინო ჩხობაძე შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს შალვა ჭკადუას და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა.

 
მნახველთა რაოდენობა: 168
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.