იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
თესაუს გუნდი საუკეთესო იდეების კონკურსის გამარჯვებული გახდა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის გუნდმა ურბანული გამოწვევების ინიციატივის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საკონსულტაციო ჯგუფის PMCG-საუკეთესო იდეებისათვის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

კონკურსში „ეკოლოგია და გარემოს დაცვის“ მიმართულებით, გუნდმა წარადგინა საპროექტო განაცხადი „ცოცხალი ხევი - თელავის ურბანული მდგრადობის ინოვაციური მოდელი“.

კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასული 9 გუნდიდან თესაუს გუნდი საუკეთესო აღმოჩნდა და თელავის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 9 ათასი დოლარი მოიპოვა.

პროექტის ფარგლებში, გამარჯვებული ჯგუფი მზის პანელზე მომუშავე საპილოტე ადრეული გაფრთხილების სისტემის მოდელირების შექმნასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას გეგმავს

გამარჯვებული პროექტის საშუალებით, თელავის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სტიქიის გრძელვადიანი პრევენციის საკითხი უნდა გადაიჭრას.

თესაუს გუნდის ხელმძღვანელია პროფესორი მაგდა დავითაშვილი, გუნდის წევრები არიან ასისტენტ- პროფესორი დარეჯან მარგალიტაშვილი, ვიტალი პაპოვი და საბა ნიბლაძე - ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ანდრია ავეტიანი - მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე.

 
მნახველთა რაოდენობა: 616
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.