Erasmus+ პროექტის PRODIGE ფარგლებში, პროექტის აკადემიური პერსონალი, ასოცირებული პროფესორი ანა გიგაური და უნივერსტიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი სალომე თათულიშვილი და პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორი მაკა კოჭაური ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გამართული ტრენინგების სერიას ესწრებოდნენ.
ტრენინგის თემა იყო "სწავლის პროცესი: პედაგოგიკის ადაპტირება ციფრული განათლებაში".
ტრენინგები ჩატარდა 3 სამუშაო პაკეტის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
ტრენინგებზე განიხილეს ციფრულ განათლებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: ტრადიციული და ციფრული განათლების მიდგომების დიფერენცირება, ციფრული ინსტრუმენტების და მეთოდების ინტეგრირება განათლების პროცესში, ციფრული განათლების ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო ციფრული კომპეტენციებისა და პედაგოგიური უნარების გაანალიზება, ციფრულ განათლებასთან დაკავშირებული გამოწვევის შეფასება-ანალიზი.
ტრენინგს ესწრებოდნენ წარმომადგენლები პროექტის პარტნიორები- განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის საზღვაო აკადემია, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ესტონეთის განათლების ხარისხის სააგენტო, ნამურის, ლიეჟისა და ლუქსემბურგის უმაღლესი სკოლა, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ხორვატიის ალგებრას უნივერსიტეტი და ესპანეთის დისტანციური განათლების ეროვნული უნივერსიტეტი.
პროექტის კოორდინატორია EFMD მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდი.