ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის "GASTROTOUR" ფარგლებში, პარტნიორებს შორის ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე ორი სამუშაო პაკეტი, დისემინაცია და GastroTour სასწავლო პაკეტების და ინტერაქტიული განვითარების კომპონენტის შემუშავება, დეტალურად განიხილეს.
პროექტის ლიდერმა პარტნიორებმა, ასევე ისაუბრეს შესრულებულ სამუშაოებზე, მომავალ ვადებსა და პროექტის პარტნიორებს შორის დავალებების გადანაწილების საკითხზე.
შეხვედრაზე იმსჯელეს სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებელ გზებზე და ერთმანეთს საკუთარი ხედვები გაუზიარეს.