იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
1924 წლის აგვისტოს აჯანყების 100 წლისთავი თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბჭოთა მმართველობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს, უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა.

რექტორმა აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს აქტუალურ საკითხზე სამეცნიერო მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა.

უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა კონფერენციაზე 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამდე, აჯანყების შემდგომ ვითარებასა და თავად აჯანყებულების შესახებ, კვლევები და საარქივო მასალები წარმოადგინეს.

მომხსენებლებმა ისტორიულ ფაქტებზე, ოფიციალურ ჩანაწერებსა და თავად პროცესების მომსწრე ადამიანების ჩანაწერებზე დაყრდნობით, იმ რეპრესიების სურათი აღწერეს, რაც საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებამ მოუწყო ქართველ ინტელიგენციას, თავად- აზნაურობასა და მწერლობას.

კონფერენცია ჰუნანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ სიმაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

თენგიზ სიმაშვილმა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების თაობაზე თავადაც წარადგინა საკუთარი კვლევა, რომელიც საარქივო მასალების შესწავლის შედეგად შეიქმნა.

პროფესორი სიმაშვილი წლებია საქართველოსა და კახეთის რეგიონში გატარებული საბჭოთა რეპრესიების თემაზე მუშაობს და სხვადასხვა სახის ნაშრომებს გამოსცემს.

 
მნახველთა რაოდენობა: 239
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.