იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დისკუსია DUGEOR-ის ფარგლებში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის DUGEOR-ის ფარგლებში ჩატარებულ დამსაქმებელთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიას ესწრებოდნენ თესაუს ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის უფროსი, თამარ ასლანიშვილი და სამეცნიერო კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი,მანანა კევლიშვილი.

შეხვედრაზე პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ უკვე შემუშავებული დუალური პროგრამების მოდელები განიხილეს, გაიზიარეს ევროპელი პარტნიორების გამოცდილება და მოისმინეს დამსაქმებლებისა და სტუდენტების მოსაზრებები.

დუალური პროგრამისთვის მუშავდება საკანონომდებლო ცვლილებები, რომელიც აკადემიურ წრეებისა და დაინტერესებული პირების მიერ, განხილვის პროცესშია.

პროექტის მომდევნო შეხვედრა 2024 წლის ნოემბრის თვეში თბილისში გაიმართება.

პროექტ DUGEOR-ის შეხვედრას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2025 წლის მაისში უმასპინძლებს.

ფორუმს ბათუმის სახლმწიფო საზღაო აკადემიამ და ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 558
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.