იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს წარმომადგენლები პოლონეთში იმყოფებოდნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც STEAMit პროექტის განმახორციელებელი ეროვნული გუნდის ტრენერები არიან, პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში იმყოფებოდნენ.

თელავის სახელმწიფი უნივერსიტეტის პროფესორები, ნინო მოდებაძე და ნინო ნახუცრიშვილი, ასოცირებული პროფესორები, ნათია ბაღათრიშვილი, ანა გიგაური და დარეჯან მარგალიტაშვილი გადამზადდნენ STEM მიმართულებით, ასევე გაეცნენ ლაბორატორიულ აღჭურვილობასა და ინტერაქტიული რესურსების შექმნის მეთოდოლოგიას, STEM პროექტების დაგეგმვისა და დანერგვის მეთოდოლოგიურ მიდგომებს ფორმალურ განათლებაში და STEM კლუბების მუშაობის პრინციპებს.

კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში მიღებული გამოცდილებისა და ლიტერატურის დამუშავების საფუძველზე, პროექტის განმახორციელებელი გუნდი STEM გზამკვლევისა და ტრენინგ-მოდულის შემუშავებას, STEM ლაბორატორიების აღჭურვას უნივერსიტეტებსა და საპილოტე სკოლებში, ასევე, მოქმედ და მომავალ მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას შეძლებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 70
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.