იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის ხსოვნას, სამეცნიერო კონფერენცია მიუძღვნეს.

კონფერენცია " კლასიკოსთა გაკვეთილები" ოტია იოსელიანის შემოქმედების განხილვას და მისი მდიდარი ბიოგრაფიის გახსენებას დაეთმო.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ, ბ. ჯორბენაძის საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი გოგოლაშვილმა, არნ.ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, ნანა მაჭავარიანმა.

კონფერენციაზე მოხსენებებით ოტია იოსელიანის შემოქმედების შესახებ წარსდგნენ თესაუს პროფესორები, ნუნუ გელდიაშვილი, ნინო გიორგაძე, ნინო გოგიაშვილი, ნინო კოჭლოშვილი, ელენე ფილაშვილი, შორენა წიგნაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

ოტია იოსელიანის შესახებ მოგონებებით გამოვიდნენ მწერლები, დავით შემოქმედელი, თამაზ ხმალაძე.

კონფერენციის თანაორგანიზატორები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოება იყვნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 12
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.