იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს წარმომადგენლები გერმანიაში იმყოფებოდნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები საერთაშორისო პროექტის DUGEOR-ის ფარგლებში , გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში , ჰაილბორნის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა მანანა კევლიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ მზია მაისურაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ნინო კორინთელმა სასწავლო ვიზიტში მიიღეს მონაწილეობა .

ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა კოლეგებმა სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

პროქტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა პარტნიორებთან, რომლებთანაც დუალური საგანმანათლებლო მოდელი ხორციელდება.

პროექტის პარტნიორები გემანიაში აუდის ქარხანა, სამეცნიერო ცენტრი და მევენახეობისა და პომოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუტი არიან.

საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობენ ქართული საჯარო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციები, ხარისხის განვითარების ევროვნული ცენტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

დუალური განათლების პრაქტიკულ ნაწილს ქართული უნივერსიტეტების პარტნიორი ბიზნეს კომპანიები შეუწყობენ ხელს.

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი  DUGEOR ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში დუალური სწავლების დანერგვისთვისაა შექმნილი.

დუალური განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებებიც იგეგმება.

პროექტის ფარგლებში,  2023 წლის ბოლომდე, მზადდება კიდევ ერთი სასწავლო ვიზიტი  სერბეთში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.

 
მნახველთა რაოდენობა: 788
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.