იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში თესაუში ფორუმი გაიმართა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფორუმი გაიმართა, რომელიც ქართული პალეოგრაფიის ისტორიას ეძღვნებოდა.

თემაზე " ქართული პალეოლოგიის ისტორიიდან - საწერი მასალა და ქართველები" შეხვედრა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ჩაატარა.

ენის კვირეული 11 აპრილს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან შეხვედრით დაიწყო.

შეხვედრაზე სახელმწიფო ენის, როგორც ინტეგრაციის შესაძლებლობაზე, დისკუსია გაიმართა.

კვირეულს ორგანიზება უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში , პროფესორმა ნუნუ გელდიაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორებმა, შორენა ლაზვიაშვილმა, ელენე ფილაშვილმა და შორენა წიგნაძემ გაუწიეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 2204
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.