იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროკომისიის დაფინანსებული ღვინის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის პირველი შეხვედრა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პირველი “International Master on wine tourism transition and innovations” WINTOUR ღვინის ტურიზმის ტრანზიციებსა და ინოვაციებზე" პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორებმა დეტალურად განიხილეს პროექტის 6 წლიანი ციკლი.

უახლოეს მომავალში პროგრამაზე მიღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადდება და სტუდენტური კვოტა 25 სტუდენტის ოდენობით განისაზღვრება.

პროექტის მიხედვით, ესპანეთის ტარაგონას უნივერსიტეტი უმასპინძლებს ორწლიანი პროგრამის პირველ სემესტრს, საფრანგეთის ბორდოს უნივერსიტეტი- მეორე სემესტრს, ხოლო პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტი - მესამე სემესტრს.

პროგრამის საბოლოო, მეოთხე სემესტრი განკუთვნილია პრაქტიკისა და სამსაგისტრო ნაშრომის მომზადებისთვის.

პროექტი ევროკომისიამ უკვე მესამედ დააფინანსა. პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება, ხოლო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის პარტნიორი 2023 წლიდან გახდა.

უნივერსიტეტი პროექტის ასოცირებული წევრია და როგორც ასოცირებული წევრი, ის სტუდენტების პრაქტიკას უმასპინძლებს.

პროექტი 2029 წლამდე განხორციელდება.

შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1270
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.