იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ლიტერატურულ-დრამატული კომპოზიცია-- 9 აპრილი, თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო დასმა , “თესაუს სტუდენტობა” , ლიტერატურულ დრამატული კომპოზიცია “9 აპრილი” წარმოადგინა.

კომპოზიცია სპეციალურად, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის 35-ე წლისთავზე შეიქმნა.

სტუდენტებმა საქართველოში იმდროისათვის განვითარებული პროცესები და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მძიმე დღეები, სცენაზე ქრონოლოგიურად გააცოცხლეს.

ღონისძიებაში უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები,მათე გზირიშვილი, ცოტნე ჩაბალოშვილი, საბა ნიბლაძე, გიორგი ზუბიტაშვილი, ჯაბა აბრამიშვილი, სალომე ღვედაშვილი, მარიამ ბაღაშვილი, ნინუცა ესიტაშვილი, კესო სახიაშვილი, თათია თათულაშვილი, მაკა ლაცაბიძე, მარიამ კიკილაშვილი, ბარბარე გაბრუაშვილი, ანი ფიცხელაური, მარიამ პაპუნაშვილი, თეკლა უტურაშვილი, მეგი ბაღათრიშვილი და გვანცა ძებისაშვილი მონაწილეობდნენ.

სასცენო ნაწარმოები შექმნა და პროექტს ხელმძღვანელობა გაუწია, უნივერსიტეტის კულტურის კოორდინატორმა, მანანა შიოშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.

უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ მადლობა გადაუხადა კომპოზიციის მონაწილეებს და საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე 9 აპრილის გმირების უდიდეს წვლილზე ისაუბრა.

1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი მოვლენებიდან 35 წელი გავიდა.

რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის დანაყოფებმა, ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალისმიერად დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.

9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

 
მნახველთა რაოდენობა: 1667
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.