იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს, სააგენტოს წარმომადგენლებმა კორუფციასთან ბრძოლის გზებზე, მეთოდებზე, სააგენტოს სტრუქტურასა და გამოძიებულ საქმეებზე, პრეზენტაციები წარუდგინეს.

პრეზენტაციების წარდგენის პროცესი კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებს, ინფორმაციის გაზიარებისათვის, უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ მადლობა გადაუხადა.

რექტორმა სტუდენტების პროფესიული უნარ- ჩვევების განვითარებისა და გადამზადების პროცესში, სააგენტოსთან მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1224
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.