იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს აკადემიურ პერსონალს კვლევითი პროექტის შედეგები გააცნეს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის შედეგები გააცნეს.

პროექტის "მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად" შედეგები მისმა კოორდინატორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ მახარაძემ წარადგინა.

შეხვედრას ესწრებოდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა, რომელიც პროექტის მონაწილე აკადემიურ პერსონალს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან პროექტში ჩართულები არიან განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, შორენა ძამუკაშვილი და ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა მთავარი სპეციალისტი, განათლების დოქტორი მაკა კოჭაური.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის მიმდინარეობის პროცესში უნივერსიტეტიდან მიღებული მონაცემები, კვლევის ძირითადი დასკვნები და მიგნებებიც განიხილეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1355
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.