იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს გამოყენებითი ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულმა დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის „გამოყენებითი ეკონომიკის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული, ქეთევან არჩაია დოქტორი გახდა.

დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობა ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა მაია გონაშვილმა გაუწია, ხოლო რეცენზენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია სოსელია, შოთა მესხიას ზუდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტიტეტის სოციალურ მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნინო მაქაცარია იყვნენ.

სადოქტორო ნამუშევრის თემა იყო "ჯანდაცვის დანახარჯების ზრდის მოდელირება გრძელვადიან პერიოდში"

. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სადისერტაციო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ქეთევან არჩაიას ნაშრომი აკმაყოფილებს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის აუცილებელ ყველა სტანდარტს.

დისერტაციის გაცნობა შეიძლება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში , ხოლო ავტორეფერატის ვებ -გვერდზე: http://tesau.edu.ge.

 
მნახველთა რაოდენობა: 1085
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.