იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ამერიკელი მოსამართლეები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკელმა მოსამართლეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარეს.

მოსამართლეების ჯგუფმა ჯორჯიას შტატიდან, ლექციის დაწყებამდე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, უნივერსიტეტის რექტორთან, შალვა ჭკადუასთან გამართა.

საჯარო ლექციაზე, რომელსაც სტუდენტები მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები ესწრებოდნენ, მართლმსაჯულების ამერიკელმა წარმომადგენლებმა, მათგან განხილული საქმეების, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უპირატესობებსა და ხარვეზების შესახებ ისაუბრეს.

მოსამართლეებმა ასევე აღნიშნეს პროგრესი, რასაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში განიცდის.

"დაახლოებით ცხრა წლის წინ, შემომთავაზეს, რომ საქართველოში წამოვსულიყავი და ამერიკული გამოცდილება გამეზიარებინა. თავიდან ცოტა რამ ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, ახლა უკვე მერვედ ვარ საქართველოში და მომწონს ის პროგრესი, რასაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიცდის. ჩბენ გვინდა, კიდევ მეტი პროგრესი, რადგან ეს არის ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტი მართლმსაჯულებაში"- განაცხადა ბოდიფორდმა.

შეხვედრაზე ამერიკელ მოსამართლეებს კითხვებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდნტები უსვამდნენ.

საჯარო ლექცია თელავში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით ჩატარდა.

ლექციის დასრულების შემდეგ, ამერიკელი სტუმრები თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესს დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 1496
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.