იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეთიკის კოდექსისა და პლაგიატის პრევენციის შესახებ შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრი , უნივერსიტეტის თანამშრომლებს შეხვდა.

უნივერსიტეტის ეთიკის კომიტეტისა და აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო კახაშვილმა საუნივერსიტეტო სივრცეში მოქმედი ეთიკის კოდექსზე, ნორმებსა და პლაგიატის თავიდან აცილების გზებზე, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა ასევე, სანქციების გამკაცრების საკითხზე, პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში.

ნინო კახაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებთან განმარტა, რომ პლაგიატის გამოვლენის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, პლაგიატის გამოვლენის, რეაგირების წესი და ეთიკის კოდექსი გადაიხედება.

შეხვედრა ეთიკის კომიტეტისა და აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრის ინიციატივით გაიმართა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1117
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.