იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეთიკის კომიტეტის გეგმიური შეხვედრები ფაკულტეტებთან

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო კახაშვილმა, აკადემიურ პერსონალს, ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპები გააცნო.

საუბარი კოდექსის სამართლებრივ საფუძვლებს, მისი დანიშნულებას, ქცევისა და ურთიერთობის სტანდარტებს, შესაბამის სანქციებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის თანამშრომელთა გამოკითხვისა და მისი შედეგების ანალიზის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის წევრებმა, ეთიკის კოდექსის ირგვლივ დისკუსია გამართეს და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ეთიკის კომიტეტმა შეხვედრა დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში ჩაატარა

 
მნახველთა რაოდენობა: 1020