იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ალავერდის ტაძარი მოინახულეს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებმა , სტუდენტური ტურის ფარგლებში, ალავერდის საკათედრო ტაძარი მოინახულეს.

ტურის მონაწილეებმა, ალავერდის ისტორიული მარანი და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ნივთები დაათვალიერეს.

უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ზეთის ხილის კრეფაში, რომლის მოშენება მონასტრის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ხდებოდა.

მანამდე დაგეგმილ ტურში, რამდენიმე დღით ადრე, სტუდენტებმა ალავერდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, VII-ის სამების ტაძარი და მისი ტერიოტორია დაასუფთავეს. სტუდენტურ ტურს და ალავერდის მონასტერში განხორციელებულ აქტივობებს, თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გაუწია ორგანიზება.

 
მნახველთა რაოდენობა: 1684