იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის გაცნობა თელავის უნივერსიტეტში

თელავში, არჩევნებზე ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის გაცნობა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო.

შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და დაინტერესებულ პერსონალთან, თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ფარადაშვილმა ჩაატარა.

შეხვედრის მონაწილეები, ხმის ელექტრონულად მიცემის პროცესს, ადგილზე დამონტაჟებული ვერიფიკაციის აპარატისა და ელექტრონული მთვლელის საშუალებით, პრაქტიკულად გაეცნენ.

" უნივერსიტეტის წარმომადგენლებს თეორიულად და პრაქტიკულად ავუხსენით ელექტრონულად ხმის მიცემის წესები , ვესაუბრეთ ახალი ტექნოლოგიების უპირატესობასა და პროცედურაზე. ეს არის თელავში პირველი შეხვედრა. შემდგომში,ჩვენ გავაგრძელებთ და სხვა ორგანიზაციებსაც ჩავრთავთ"- განაცხადა ფარადაშვილმა.

ელექტრონული წესით ხმის მიცემის შესახებ, პირველი საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით შედგა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3448
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.