იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ლატვიის ელჩი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკო გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ედიტე მედნე ეწვია.

ლატვიელმა დიპლომატმა, უნივერსიტეტის რექტორთან, შალვა ჭკადუასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარა.

მხარეებმა ერთმანეთთან საგანმანათლებლო სფეროში დაახლოების, ლატვიის წამყვან და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.

ლატვიის ელჩმა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს, შალვა ჭკადუამ და ედიტე მედნემ ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გაუცვალეს.

საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ედიტე მედნე, 2022 წელს დაინიშნა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1671