იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნული კულტურის ფესტივალი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ეროვნული კულტურის ფესტივალი ჩაატარეს.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში და ეზოში წარმოდგენილი იყო, ეროვნული ტრადიციული სივრცეები, როგორებიცაა- ქართული სუფრა, ეროვნული სამოსი, ტრადიციული ხელსაქმე, მეთუნეობა, მეღვინეობა, მეფუტკრეობა, ქართული შოთი და ყველი, ღვინო და საბრძოლო აღჭურვილობის კონტაქტური მუზეუმი.

უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს, ქართული ხალხური ცეკვების ნახვისა და ფოლკლორული ანსამბლების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ასევე შეეძლოთ ტრადიციული კერძების, თათარისა და ღვინის დაგემოვნება.

ღონისძიების პირველი ნაწილი, ტრადიციული სუფრისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შერჩეული თამადის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოების ფონზე მიმდინარეობდა.

უნივერისტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა ფესტივალის მონაწილეებს, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ასეთი ფესტივალების მხარდაჭერაზე ისაუბრა.

"მადლობა ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ, სტუდენტების აქტივობას. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება საინტერესო გავხადოთ სტუდენტური ცხოვრება. თელავი ზოგადად და ჩვენი უნივერსიტეტი, ახალგაზრდობისთვის მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს და ჩვენ, ყველა ნაბიჯს ვდგამთ ამ მიმართულებით"-განაცხადა ჭკადუამ.

ეროვნული კულტურის ფესტივალს, თელავის სახელწიფო უნივერსიტეტში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯფომარე, თენგიზ მთვარელიშვილი ესწრებოდნენ.

ფესტივალის ორგანიზატორი იყო, სტუდენტური კლუბი "ერეკლე მეორე" რომელიც უნივერსიტეტში დაახლოებით, ერთი თვის წინ დაფუძნდა.

ფესტივალის სასცენო ნაწილს, კლუბის პრეზიდენტი, უნივერსიტეტის სტუდენტი, კესო სახიაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიებას მხარს უჭერდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

 
მნახველთა რაოდენობა: 2174
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.