იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
STEM - STEAM პრაქტიკა ფორმალურ განათლებაში“ ვორქშოფი სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ESTA ს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში, კახეთის რეგიონის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისათვის ვორქშოფი „STEM - STEAM პრაქტიკა ფორმალურ განათლებაში“ ჩატარდა.

ვორქშოფს კომპანია „სთიმითის“ დამფუძნებლები , STEM განათლების მკვლევარი და ტრენერი, მედეა აბრამიშვილი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ელექტრონიკის ექსპერტი, STEM განათლების ტრენერი, მამუკა აფაქიძე უძღვებოდნენ.

ტრენერებმა მასწავლებლებს, სწავლების STEM - STEAM მიდგომები, შესაბამისი პროექტების დაგეგმვისა და დანერგვის მეთოდები გააცნეს.

ვორქშოფის ფარგლებში მასწავლებლებმა „სთიმითის“ წარმოებულ STEAM ნაკრებზე პრაქტიკულად იმუშავეს.

შეხვედრა პედაგოგებთან, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო მოდებაძისა და ასოცირებული პროფესორის, ნათელა ბაღათრიშვილის ინიციატივით ჩატარდა

 
მნახველთა რაოდენობა: 3497
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.