იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ტურიზმის საშემოდგომო სკოლაში მონაწილეობდნენ.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის საშემოდგომო სკოლის „კულტურული და საერთაშორისო ტურიზმი - მშვიდობის სასიცოცხლო ძალა“ საშემოდგომო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა.

,,ტურიზმის საშემოდგომო სკოლის " მუშაობაში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსელები, მარიამ ქოჩორაშვილი,ნინო იმერლიშვილი, ანა წიგნაძე და მათთან ერთად, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, თამარ თამარაშვილი იყვნენ ჩართულები.

სკოლა თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას, აჭარის ტურისტული პოტენციალისა და საერთაშორისო ტურიზმის აქტუალურ საკითხების გაცნობას მოიცავდა.

პროექტის მიზანი საზღვრისპირა გამყოფი ხაზების ირგვლივ განათლების და კულტურის მიმართულებით კავშირების დამყარება, სამხრეთ კავკასიის, მოლდოვისა და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ხელშეწყობა და ტურიზმის დარგობრივი მიმართულებით, აკადემიური კავშირების გაღრმავება-წახალისება იყო.

ტურიზმის საშემოდგომო სკოლის მუშაობაში, 40-მდე ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი მონაწილეობდა.

ღონისძიების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1671