იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერისტეტის თანამშრომელი საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა შიოშვილი ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს.

არჩევის წინაპირობა, მანანა შიოშვილის მიერ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ციფრულად გამოქვეყნებული სტატიები და კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები გახდა.

მანანა შიოშვილის ლექსები იბეჭდება ჟურნალ “ათინათში” და მრავალტომეულ კრებულში, “პოეტები საქართველოსი”. მანანა შიოშვილი ამავე კრებულის ავტორთა შერჩევითი კომისიის წევრია.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ კრებულის lll ტომის პრეზენტაციაზე, მანანა შიოშვილი  ოქროსკალმოსნისა და დედაენის ქურუმის წოდებითაც დააჯილდოვეს.

მასთან ერთად, ჯილდო გადაეცა თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის III კურსის სტუდენტს, გიორგი ზუბიტაშვილს, რომელსაც მთის პოეტის წოდება მიენიჭა.

მანანა შიოშვილი სერტიფიცირებული პედაგოგია სწავლების დაწყებით, საშუალო და საბაზო საფეხურებზე.

 
მნახველთა რაოდენობა: 2524
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.