იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს მაგისტრებმა ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

2023 წლის 19-20 მაისს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრანტთა და დოქტორანტთა XV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის „ლინგვისტიკის“ სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა: დიანა ბაღდადელიშვილმა და მარიამ ჯიშკარიანმა.

მათ მიერ წარდგენილმა მოხსენებამ - „ყვავილის კონცეპტური გააზრებისათვის ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში (ორიგინალი და ნათარგმნი ტექსტების შეპირისპირებითი ანალიზი)“- განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა (ხელმძღვანელები: პროფ. ნუნუ გელდიაშვილი, პროფ. მანანა ღარიბაშვილი).
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 
მნახველთა რაოდენობა: 1089
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.