თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი აირჩია. ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ სოლომონ რამაზაშვილს, არჩევნებში მონაწილე 18 წევრიდან, ყველამ დაუჭირა მხარი. სოლომონ რამაზაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელად არჩევამდე, სოლომონ რამაზაშვილს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე, მზია მაისურაძე შეცვალა, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაცი ორი ვადით ხელმძღვანელობდა.

სოლომონ რამაზაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1139
 
 
 
 
2023 ივნისი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2023-6-31'