იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერსიტეტმა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის დაფუძნების მემორანდუმს ხელი მოაწერა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის დაარსებისა და მის ფარგლებში სამომავლო კომუნიკაციის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეუერთდა. მემორანდუმის მხარეები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამი არასმთავრობო ორგანიზაცია, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, „მარიანიდა მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის არიან.

 ინკლუზიური განათლების ქსელის დამფუძნებელი ორგანიზაციები ერაზმუს+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტისინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI“) კონსორციუმის წევრებს წარმოადგენენ. პროექტი 2019 წლიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით ხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 2542