ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა პანკისის ხეობაში ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარეს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის“ III კურსის სტუდენტებმა, პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში CLIL მიდგომაზე დაფუძნებული ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარეს. გაკვეთილები, დაწყებით საფეხურზე, ბუნებისმეტყველებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის ინტეგრირებულად სწავლებას ითვალისწინებს. აქტივობა განხორციელდა საერთაშორისო პროექტის ESTA ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსისბუნებისმეტყველებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის ინტეგრირებულად სწავლება დაწყებით საფეხურზე CLIL (Content and Language Integrated Learning) in Science on Primary Level მიხედვით, განხორციელდა.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 5516
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.
Loading...