თელავის უნივერსიტეტის სტუდენტების გასვლითი აქტივობა იყალთოს აკადემიაში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის დამატებითი სპეციალობის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს საგანმანათლებლო გასვლითი ლექცია იყალთოს აკადემიაში ჩაუტარდათ.

გასვლითი ლექცია უნივერსიტეტის მოწვეულმა პედაგოგმა, თამარ ღურწკაიამ წაიკითხა. იყალთოს სამონასტრო კერის დაარსებისა და შემდგომში აკადემიის არსებობის შესახებ წყაროების განხილვის მაგალითზე, კიდევ ერთხელ გავიარეთ და შევაჯამეთ VI-XVII საუკუნეების საქართველოს ისტორია, ასევე, განვიხილეთ ის პროცესები, რომლებიც იყალთოში მეოც საუკუნეში მიმდინარეობდა  აკადემიის ნაშთების გამოსავლენად",_აღნიშნა თამარ ღურწკაიამ. უნივერსიტეტის სტუდენტების გასვლითი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 346
 
 
 
 
2023 ივნისი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2023-6-31'