იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერსიტეტში თვითმმართველობის პირველი გაზეთი გამოიცა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ პირველი გაზეთი, "სტუდენტური მაცნე” გამოსცა.
გაზეთში, პერიოდულად, უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატებები და თვითმმართველობის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიება გაშუქდება.
გაზეთის პირველ გვერდზე, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის, პოეტ გიორგი ზუბიტაშვილის, ლექსი “დედაენა" განთავსდა.
“სტუდენტური მაცნეს” პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტის, გიორგი ზუბიტაშვილის,
პოეზიის საღამო გაიმართა.
სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა, ახალგაზრდა პოეტის ლექსები წაიკითხეს, ხოლო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნინო გიორგაძემ, გიორგის შემოქმედებით გზასა და პოეტურ ღირებულებებზე ისაუბრა.
საღამოზე, გიორგის მეგობრებმა, მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.
სტუდენტურმა თვითმმართველობამ, გიორგი ზუბიტაშვილს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ხოლო უნივერსიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის კულტურულ-სამეცნიერო საქველმოქმედო ფონდის დირექტორმა, მანანა შიოშვილმა, ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ახალგაზრდა პოეტს გადასცა ჯილდო სახელწოდებით - “ახალი ქართული სიტყვის დიდოსტატი”.
თავად პოეტმა, საავტორო კრებული “მზე ხელისგულზე ჩამომეღვარა” სტუმრებს საკუთარი ავტოგრაფით დაურიგა.
 
მნახველთა რაოდენობა: 1666