იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. აღმასრულებლებმა, ანა ჯავახიშვილმა, ლაშა ძაგანიშვილმა და გიორგი მახათაძემ, სტუდენტებს აღსრულების ბიუროს საქმიანობის შესახებ, პრეზენტაცია წარუდგინეს. ასევე გააცნეს პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებული შემთხვევების აღსრულების წესი და ვალდებულებითი სამართლის ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, ინფორმაცია მიაწოდეს. აღმასრულებლებმა, დაინტერესებულ სტუდენტებს კითხვებზე უპასუხეს და პრაქტიკიდან მაგალითები დაუსახელეს.

 შეხვედრას უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4332
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.