იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიდევ სამი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კახეთის სამი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დაათვალიერეს. სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა. ,,მოხარული ვარ, რომ ინტერესდებით თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე თელავის უნივერსიტეტით. სხვადასხვა ფაკულტეტზე  გვაქვს ძალიან საინტერესო და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სპეციალობები. ჩვენი ინფრასტრუქტურა ახლადრეაბილიტირებული და გამართულია. საშუალება გვაქვს სტუდენტი გავაგზავნოთ გაცვლითი პროგრამებით, სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტებში. აქ მუშაობს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და ყველაფერს ვაკეთებთ ხარისხიანი განათლებისათვის"- მიმართა ჭკადუამ მოსწავლეებს.

სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზეც, რომლებსაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს. მოსწავლეები უნივერსიტეტში არსებულ ყველა სპეციალობას უშუალოდ ფაკულტეტებზე გაეცნენ, ნახეს კაბინეტ-ლაბორატორიები და თავადვე ჩაატარეს შესაბამისი ცდები.

საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ახლადრეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, მიიღეს ინფორმაცია სტუდენტური სპორტული და კულტურული ცხოვრების შესახებ. შეხვედრები, რეგიონის სხვდასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან კვლავ გაგრძელდება.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1615
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.