იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,სტუდენტები ინოვაციურ მეწარმეობაში“_ თესაუში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა
20 თებერვალს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროექტის ,,სტუდენტები ინოვაციურ მეწარმეობაში“ ფარგლებში, ბიზნეს იდეები წარმოადგინეს.
პროექტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით, თელავის ტექნოპარკის და თელავის მერიის მხარდაჭერით, 13 თებერვალს დაიწყო.
ბიზნეს პროექტის დამუშავებამდე ახალგაზრდები მეწარმეობის სფეროს გაეცნენ და შეისწავლეს იდეების რეალობდ ქცევის გზები. ტრენინგების პარალელურად სტუდენტებს საკუთარ გამოცდილება და წარმატების ისტორიები ტექნოპარკის ბენეფიციარებმაც გააცნეს.
წარმოდგენილი პროექტებიდან ჟიურიმ სამი ნამუშევარი გამოარჩია: მეორადი ხე მასალის წარმოება (იდეის ავტორი ბექა ბოჭორიშვილი), თუშეთის სამკურნალო მცენარეები (იდეის ავტორი მარიამ ნუიშვილი) და ფეინთბოლი (იდეის ავტორი თორნიკე სანდოშვილი). შეფასებისას ჟიურიმ სამი კრიტერიუმით იხელმძღვანელა_ ინოვაციურობა, კომერციალიზაცია და მასშტაბურობა.
საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს თელავის ტექნოპარკის, სტუდენტური თვითმმართველობისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
 
მნახველთა რაოდენობა: 1919
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.