იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში "სტუდენტები ინოვაციურ მეწარმეობაში" ტრენინგი მიმდინარეობს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ტექნოპარკის მხარდაჭერით, სტუდენტური პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტები მეწარმეობის სფეროს ეცნობიან და სასარგებლო იდეის რეალობად გადაქცევას სწავლობენ. 13- დან 20 თებერვლის ჩათვლით, პროექტში ჩართული ახალგაზრდები საგანმანათლებლო სესიებს დაესწრებიან და წარმატებულ ბიზნეს კომპანიებს ადგილზე მოინახულებენ. ტრენინგის ბოლო დღეს, სტუდენტები მიღებული ინფორმაციის მიხედვით, პრეზენტაციებს მოამზადებენ. სამი საუკეთესო პრეზენტატორი, ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება. პროექტის ინიციატორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობაა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1554
 
 
 
 
2024 ივნისი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-6-31'