იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მეცნიერ ქალთა დღე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე კონფერენციით აღნიშნეს. მეცნიერმა ქალებმა სხვადასხვა ფაკულტეტებიდან, უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევებზე, ბოლო პერიოდში გამარჯვებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს და კონფერენციის მონაწილეებს, აქტუალურ თემებზე საკუთარი პრეზენტაციები შესთავაზეს. კონფერენციის მონაწილეებს, სამეცნიერო ხედვა სხვადასხვა მიმართულებით, პროფესორებმა, ნინო კახაშვილმა, ნინო ვეფხიშვილმა, მაგდა დავითაშვილმა, მანანა კევლიშვილმა, ნუნუ გელდიაშვილმა, ნინო კოჭლოშვილმა და თამარ მიქელაძემ გააცნეს. ღონისძიების მონაწილეებს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ მიულოცა.

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, 2015 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად აღინიშნება.

 
მნახველთა რაოდენობა: 1298
 
 
 
 
2024 თებერვალი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-2-31'