იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა თესაუში ,,ეროვნული თანხმობის დეკლარაციის’’ შესახებ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა და ანალიტიკურმა ცენტრმა ,,ჯეოქეისმა" გასვლითი შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრის მიზანი "BIRATISAN ACADEMIC PLATFORM FOR NATIONAL UNITI-ს ფარგლებში შექნილი ეროვნული თანხმობის დეკლარაციაზე მსჯელობა იყო.

შეხვედრის მონაწილეებმა საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობასა და საერთო ღირებულებებზე დამყარებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი საზოგადოების წევრების ურთიერთობისათვის მყარი საფუძვლის ჩამოყალიბების საკითხებზე იმსჯელეს. დისკუსიაში, თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, შემდგომ კი რიგითი მოქალაქები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. შეხვედრას თელავში, ,,ჯეოქეისის" საგარეო ურთიერთობების დირექტორი, ხათუნა ბურკაძე და GIPA-ს პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე უძღვებოდნენ. დეკლარაციის განხილვაში მონაწილეობდა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა. პროექტი უკვე წარედგინა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომლებმაც დასტური და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვეს. ეროვნული თანხმობის დეკლარაციის შექმნა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 1115
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.