შეხვედრა კვლევის კომერციალიზაციის, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციური კვლევების შესახებ

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, ამერიკის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სამეწარმეო ეკოსისტემის კონსულტანტ მარტი კასზუბოვსკის უმასპინძლა. თესაუს რექტორმა სტუმარს გააცნო უნივერსიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგები და ესაუბრა იმ პატენტებზე, რომლებიც უნივერსიტეტის „ინოვაციების ბაზაზე“ შეიქმნა. მოწვეულმა სტუმარმა, 14-19 ნოემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის კვლევის კომერციალიზაციის, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციური კვლევის შესახებ ტრენინგები ჩაატარა და უნივერსიტეტის კვლევით ინფრასტრუქტურას გაეცნო. დასასრულს მარტი კასზუბოვსკიმ უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევების კომერციალიზაციის კუთხით სწორ გზაზე დგას და მიუხედავად იმისა, რომ კომერციალიზაცია ხანგრძლივი პროცესია, უნივერსიტეტი აუცილებლად შეძლებს აღნიშნული კუთხით წარმატების მიღწევას.

ტრენინგები უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც აშშ-ის საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და ,,ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის'' პატრონაჟით ხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 288
 
 
 
 
2022 დეკემბერი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2022 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.