იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები USAID-ის პროგრამაში მონაწილეობენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები EWMI-ის კანონის უზენაესობის პროგრამაში ჩაერთნენ. სამუშაო შეხვედრა პროგრამის ფარგლებში, 12-13 ნოემბერს, კაჭრეთის "ამბასადორში" შედგა. შეხვედრის მონაწილეებმა იმიტირებული სასამართლოს პროცესის მომზადება, პროექტში მონაწილე უნივერსიტეტის სილაბუსების განხილვა და კომენტირება, ასევე სილაბუსებში მითითებულ ლიტერატურასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

სტუდენტებმა პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის, სამეცნიერო ესსეებისა და პოსტერების კონკურსიც დაგეგმეს. პროექტს, სახელწოდებით, „ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარება მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარების ზრდის მეშვეობითილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს. პროექტის განხორციელებაში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების გარდა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 
მნახველთა რაოდენობა: 1947